მხატვრული კითხვის წრე

მხატვრული კითხვის წრე

(კაჭრეთის საჯარო სკოლა - ლარისა ქიტოშვილი. 2018-2019 წ.  II   სემესტრი)
            მხატვრული კითხვის წრე მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის პოეზიის, ქართული ლექსის ბუნების გაცნობას; მათი ცოდნის გაღრმავებას  ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით, ფოკუსირებულ სწავლებას;  მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას.
              ქართული ლექსის მაღალ კულტურასა და დახვეწილ ხელოვნებას მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდან უნდა ეზიარონ. საქართველო პოეტური კულტურის ქვეყანაა. ლექსი, როგორც კაცობრიობის მეორე  სამეტყველო ენა, საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული პატივით   სარგებლობდა.  ლექსის მხატვრული კითხვა  ხალხის  ფიქრისა და განცდის გამოხატვის ულამაზესი საშუალებაა; ემსახურება ესთეტიკურ აღზრდას  და ადამიანის სულიერი ცხოვრების აუცილებელი მოთხოვნილებაა.
      ლექსის ცოდნა მხოლოდ მის დაზეპირებას როდი ნიშნავს. დაწყებითი კლასების მოსწავლეთა გარკვეული ნაწილისათვის კლასიკა გაუგებარია. აქვთ მწირი ლექსიკური მარაგი. მასწავლებლისთვის რთულია ბავშვს შეუცვალოს სამეტყველო გარემო,  აღნიშნული წრის ფუნქციონირება  კი  ხელს შეუწყობს ამ პრობლემის აღმოფხვრას.     მოსწავლეეები მოიძიებენ  და  მოისმენენ  ქართველი პოეტებისა  და  მსახიობების  მიერ წაკითხულ  ლექსებს, შეისწავლიან მათთვის სასურველი  ლექსების  მხატვრულად  კითხვას.  
             საწრეო  მუშაობის  აუცილებელი  პირობაა ლექსის   სწორად  წაკითხვა, რიტმის,  რითმის, ლექსის სახეების გაცნობა; სასურველია, მოსწავლეები დაეუფლონ მხატვრული კითხვის ტექნიკის თავისებურებებს;  იკითხონ ნელა, შეიგრძნონ და „დაინახონ“ თითოეული სიტყვა; ისწავლონ, როგორ მიიღონ კითხვისგან სიამოვნება. როგორც  მხატვრული სიტყვის დიდოსტატი, გურამ საღარაძე იტყოდა, რასაც არ უნდა კითხულობდე, ლექსი იქნება ეს თუ პროზა, აუცილებელია,  მსმენელამდე მიიტანო აზრი, ძარღვი ნაწარმოებისა, შენი დამოკიდებულება უნდა გქონდეს იმ მოვლენისადმი, რასაც ავტორი გვთავაზობს და შენი, საკუთარიც შეგქონდეს ნაწარმოებში. ეს არ ნიშნავს რაიმე გაუსწორო რუსთველს ან გალაკტიონს(ღმერთმა დაგვიფაროს), მაგრამ შენი რუსთაველი, შენი გალაკტიონი, გნებავთ ბარათაშვილი, ვაჟა უნდა გყავდეს და მსმენელსაც ასეთი შეაყვარო...“
   გურამ  საღარაძე, გოგი ხარაბაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე და  მურმან ჯინორია... აი, ბუმბერაზი ადამიანები, რომლებმაც გენიალური პოეტების ლექსები ქართულ ყოფიერებაში დაამკვიდრეს... ათასი მადლობა მათ და დიდება წასულთა ხსოვნას...

                                                      საწრეო მუშაობის პროგრამა
1.    კითხვის სტრატეგიები.
2.    წინადადება მოდალობის მიხედვით; პუნქტუაციის წესები.
3.    ვიდეო და აუდიო მასალები /ქართველი მხატვრული კითხვის კორიფეების მოსმენა/.
4.    ხალხური შემოქმედების ნიმუშები.
5.      ვაჟა, ილია, აკაკი...
6.    მუხრანი, ანა, მურმანი...
7.    ჯანსუღ ჩარკვიანი და შოთა ნიშნიანიძე
8.      ლადო  ასათიანის ლექსები.
9.    გიორგი ლეონიძის ლექსები
10. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები.
11. რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებები
12. თანამედროვე პოეტთა ლექსები
საწრეო მუშაობა მოიცავს 2018-19 სასწავლო წლის II სემესტრს.
წრის მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათსა და ხუთშაბათს.
მეცადინეობა დაიწყება 24 იანვრიდან.

N
წრის პროგრამა
რესურსი
აქტივობა
თარიღი
1
საწრეო  მუშაობის მიზნის, გეგმის გაცნობა
PP საპრეზენტაციო მასალა
საუბარი
24.01 
2
პოეტური ხელოვნების რაობა. ლექსი    და    პროზა
აუდიომასალა
საუბარი; აქტიური მოსმენა
28.01
3
კითხვის  სტრატეგიები
კითხვის სტრატეგიები
აქტიური კითხვა, მსჯელობა
31.01
4
წინადადებები   შინაარსის  მიხედვით.  სხვადასხვა  ტიპის  წინადადებების  სწორად კითხვა;
პუნქტუაციის წესები.
მოსწავლის ბუკში მომზადებული განმავითარებელი სავარჯიშოები
წინადადების შინაარსის გარკვევა, სასვენი ნიშნების დანიშნულების გარკვევა
4-7.02
5
ოქროს ფონდიდან ქართველი მწერლების მიერ წაკითხული ლექსების  მოსმენა და კომენტარი

გალაქტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსები

აქტიური მოსმენა, კომენტარები
11-14.02
6
ქართველი მსახიობების მიერ
 წაკითხული ლექსების მოსმენა:
გურამ საღარაძე: „ვითარცა მტკვარი“. https://www.youtube.com/watch?v=pW_DBxmYjb8


ზინაიდა კვერენჩხილაძე: „მზეო თიბათვისა“.https://www.youtube.com/watch?v=6tc7_rJ-qf4
ლეო ანთაძის  „ საქართველოო ლამაზო“

„საქართველოში იბადებოდნენ“-
https://www.youtube.com/watch?v=kpQU7rGmy7A

„სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“-https://www.youtube.com/watch?v=4J8YWw7sqpY

„სალაღობო“-https://www.youtube.com/watch?v=VPFVx06CVIA

აქტიური მოსმენა, კომენტარები
18-21.02
7

ხალხური
შემოქმედება


  
ხალხური შემოქმედების ნიმუშები: „ჯარჯი“, „შენ ჩემო დიდო იმედო“, „ ნამგალო“.
გამომეტყველებით კითხვა
25-28-02
8
ვაჟა, ილია, აკაკი...

მხატვრული ნაწარმოებების კითხვა

გამომეტყველებით კითხვა
4-7.03
9
მუხრანი, ანა, მურმანი...

ლექსების მხატვრული კითხვა


გამომეტყველებით კითხვა,
კითხვის დროს წარმოსახვის მოშველიება, პანტომიმით სიტყვის გამოსახვა.
11-14.03
10
შოთა ნიშნიანიძე

ლექსების მხატვრული კითხვა
https://www.youtube.com/watch?v=Iw7vNcWX0sk
გამომეტყველებით კითხვა,
კითხვის დროს წარმოსახვის მოშველიება, პანტომიმით სიტყვის გამოსახვა.
18-21.03
11
ჯანსუღ ჩარკვიანი
ლექსების მხატვრული კითხვა
გამომეტყველებით კითხვა
25-28.03
12
რევაზ ინანიშვილის შემოქმედება
რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებები: „ჩიტების გამომზამთრებელი“,  „ლამაზი ცრემლები“, „ჩიტუნიას ლოცვა“.
გამომეტყველებით კითხვა,
კითხვის დროს წარმოსახვის მოშველიება

1-4.04
13
სასურველი ლექსების მხატვრული კითხვა

გამომეტყველებით კითხვა
8.04
14
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მხატვრული კითხვა
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები
გამომეტყველებით კითხვა,
კითხვის დროს წარმოსახვის მოშველიება,
როლური თამაშები.
11-15.04
15
გოდერძი ჩოხელი
https://www.youtube.com/watch?v=DQtgPSG6lZ8
აქტიური მოსმენა; გამომეტყველებით კითხვა
18.04
16
გიორგი ლეონიძის ნაწარმოებების მხატვრული კითხვა
„ყორღნებიდან გნოლი აფრინდა“-https://www.youtube.com/watch?v=WIrJ8WvN0HI
აქტიური მოსმენა; გამომეტყველებით კითხვა,
კითხვის დროს წარმოსახვის მოშველიება

22.04
17
ლადო ასათიანის ლექსები
ლეო ანთაძე -„სუმბული“-https://www.youtube.com/watch?v=tWC4i0PNEwE&t=3s
აქტიური მოსმენა; გამომეტყველებით კითხვა
25.04
18
სასურველი ლექსების მხატვრული კითხვა

გამომეტყველებით კითხვა
2.05
19
თანამედროვე პოეტთა ლექსების კითხვა
ნანა მეფარიშვილი

აქტიური მოსმენა; გამომეტყველებით კითხვა
6-13.05

20
თანამედროვე პოეტთა ლექსების კითხვა
ია ნანეიშვილი

აქტიური მოსმენა; გამომეტყველებით კითხვა
16-20.05
21
თანამედროვე პოეტთა ლექსების კითხვა
https://www.youtube.com/watch?v=waCdzxN8Nxk
ტარიელ ხარხელაური

აქტიური მოსმენა; გამომეტყველებით კითხვა
23-27.05
22
თანამედროვე პოეტთა ლექსების კითხვა

ნიკო გომელაური

აქტიური მოსმენა; კომენტარები
30.05
23
მზადება მხატვრული კითხვის საღამოსთვის


3-6.06



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

მხატვრული კითხვის წრის წევრები შეუდგნენ მუშაობას